Thursday, July 6, 2017
მეცხრე დღის რეფლექსია
ინტელის ტრენინგი ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი რამ ვისწავლე ამ ტრენინგით.რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის .დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ლალის ამ დიდი შრომისთვის და სითბოსთვის ჩვენს მიმართ.
Wednesday, July 5, 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე იყო საინტერესო განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები, და რუბრიკები მივიღეთ შენიშვნები უკუკავშირი.მივიღეთ დავალებები.შევავსოთ რუბრიკა საწავლო პროცედურის ჩათვლით ,შაბლონის შევსება ბოლომდე.
Monday, July 3, 2017
Saturday, July 1, 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
მეექვსე დღე იყო რთული და ასევე საინტერესო.ვიმუშავეთ დიაგრამების შექმნაზე, ცხრილების გაკეთებაზე, სლაიდების გადმოტანაზე მივიღეთ დავალება შევქმნათ მოსწავლის ნამუშევარი.გავაკეთოთ შეფასების რუბრიკა.
Monday, June 26, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
გადავხედეთ წინა გაკვეთილის საკვანზო კითხვებს ,პორტფოლიო მივაბით ბლოგზე დავამატეთ ბლოგზე გაჯეტები. ვისწავლეთ შაბლონის შევსება.ჩავინიშნეთ დავალებები მომდევნო გაკვეთილისთვის.
Friday, June 23, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
გადავხედეთ წინა ტრენინგზე ჩამოყალიბებულ პროექტის მიზნებს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
- როგორ ასახავს ან ცვლის ხელოვნება საზოგადოებას
1.რატომ გამოსახავენ გეომეტრიული ფიგურებით ცვლილებას კუბისტები ნამუშევრებში.
2.როგორ შეუძლია ხელოვანი დაგვეხმაროს რეალური ფაქტების და მოვლენების
მარტივად აღქმასა და გამოსახვაში.
შინაარსობრივი კითხვები
1.რა არის კუბისტური კომპოზიციის ძირითადი გამომსახველობითი ხერხები.?
2.ვინ არის კუბიზმის ფუძემდებელი?
21-ე საუკუნის უნარები და ეროვნული სასწავლო გეგმა
ს.გ.IX.2. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა
და იდეების წყაროს და შეუძლია შემოქმედებითად
ასახოს ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს სხვადასხვა კულტურის და პერიოდის შემოქმედთა
ნაწარმოებებს საკუთარი ჩანაფიქრის გასახორციელებლად;
·
ირჩევს
თემას საკუთარი ემოციებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე და ასახავს ნამუშევარში;
ს.გ.IX.4. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს სახვითი
ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის
ანალიზის დროს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წინასწარ
შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ნამუშევარს;
·
გამოთქვამს
მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულების შესახებ და ცდილობს
დაასაბუთოს საკუთარი აზრი.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ახასიათებს
XX საუკუნის ხელოვნების რამდენიმე მიმდინარეობის
ცნობილ ნიმუშს;
·
კონკრეტული
ნიმუშების მაგალითზე მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე, რომელიც არსებობს სხვადასხვა
პერიოდის ხელოვნებაში (ძველი, ახალი და თანამედროვე);
·
ამოიცნობს კონკრეტული მხატვრის ნამუშევარს და
მსჯელობს მისი შემოქმედების სტილსა და მანერაზე.
ს.გ.IX.6.
მოსწავლე იკვლევს და
განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის
შემოქმედებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს,
თუ რა გავლენა იქონია ამა თუ
იმ ისტორიულმა მოვლენამ რომელიმე კონკრეტულ ნამუშევარზე;
·
მსჯელობს, თუ როგორ აისახება ეპოქის იდეური და
სტილისტური ნიშნები ხელოვანის შემოქმედებაზე.
შემოქმედებითობა და
გამომგონებლობა
● ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
● შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური
და რეალური წვლილის შესატანად.
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად
და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
● იდეებისა
და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
● სხვადასხვა
ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების
გაზიარება მუშაობის პროცესში.
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე გადავხედეთ პროექტებს იდეას.ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები და შევუსაბამეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
პროექტის მიზნები
- მოსწავლეები შეძლებენ კუბიზმის გამომსახველობითი ხერხების შესწავლას.
- მოიძიებენ ინფორმაციას პაბლო პიკასოს შემოქმედების შესახებ.
- შეადარებენ ფოვისტების და კუბისტების შემოქმედებას.
- შეასრულებენ ნამუშევრებს კუბისტურ სტილში.გააკეთებენ პრეზენტაციას და შეაფასებენ ნამუშევრებს.
Sunday, June 4, 2017
მეორე დღის რეფლექსია
ვისწავლეთ ბლოგის და საქაღალდის შექმნა .დოკუმენტების ატვირთვა და ჩამოტვირთვა ფაილების ჩამაგრება.
პროექტის იდეა
მოსწავლეები გაეცნობიან მე-20 სკ-ის ავანგარდის ერთ-ერთი მიმდინარეობის კუბიზმის შესახებ.მოიძიებენ კუბიზმის წარმოშობის საფუძვლებს,ძირითად პრინციპებს.გაანალიზებენ ნამუშევრებს ფორმის გადმოცემის თვალსაზრისით პიკასოს შემოქმედებაში.
Subscribe to:
Posts (Atom)