ს.გ.IX.2. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა
და იდეების წყაროს და შეუძლია შემოქმედებითად
ასახოს ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს სხვადასხვა კულტურის და პერიოდის შემოქმედთა
ნაწარმოებებს საკუთარი ჩანაფიქრის გასახორციელებლად;
·
ირჩევს
თემას საკუთარი ემოციებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე და ასახავს ნამუშევარში;
ს.გ.IX.4. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს სახვითი
ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის
ანალიზის დროს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წინასწარ
შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ნამუშევარს;
·
გამოთქვამს
მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულების შესახებ და ცდილობს
დაასაბუთოს საკუთარი აზრი.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ახასიათებს
XX საუკუნის ხელოვნების რამდენიმე მიმდინარეობის
ცნობილ ნიმუშს;
·
კონკრეტული
ნიმუშების მაგალითზე მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე, რომელიც არსებობს სხვადასხვა
პერიოდის ხელოვნებაში (ძველი, ახალი და თანამედროვე);
·
ამოიცნობს კონკრეტული მხატვრის ნამუშევარს და
მსჯელობს მისი შემოქმედების სტილსა და მანერაზე.
ს.გ.IX.6.
მოსწავლე იკვლევს და
განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის
შემოქმედებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს,
თუ რა გავლენა იქონია ამა თუ
იმ ისტორიულმა მოვლენამ რომელიმე კონკრეტულ ნამუშევარზე;
·
მსჯელობს, თუ როგორ აისახება ეპოქის იდეური და
სტილისტური ნიშნები ხელოვანის შემოქმედებაზე.
შემოქმედებითობა და
გამომგონებლობა
● ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
● შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური
და რეალური წვლილის შესატანად.
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად
და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
● იდეებისა
და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
● სხვადასხვა
ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების
გაზიარება მუშაობის პროცესში.
No comments:
Post a Comment